აშშ-ში ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი – შემცირდა – რით ვაჭრობს საქართველო ამერიკასთან?

აშშ-ში ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი – შემცირდა – რით ვაჭრობს საქართველო ამერიკასთან?

2024 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველო-აშშ-ის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ $480 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით, ანუ 118 მილიონი დოლარით ნაკლებია.

ქვეყნებს შორის ვაჭრობაში ძირითადი წილი იმპორტს უკავია, რომელიც წლის ამ პერიოდში 23.2%-ით 445 მილიონ 468 ათას დოლარამდე შემცირდა და ამერიკამ უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების ათეულში 9.3%-ით მესამე ადგილი დაიკავა. საქსტატის ანგარიშის თანახმად, კლების მთავარი მიზეზი ავტომობილების იმპორტის შემცირებაა. თუ 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ აშშ-დან 542 მილიონი დოლარის ღირებულების 44.5 ათასი ავტომობილი შეიძინა, 2024 წლის პირველ ოთხ თვეში კი ამერიკიდან შემოყვანილი ავტომობილების ღირებულება 407 მილიონი დოლარი (კლება 25%), მათი რაოდენობა კი 34 ათასი იყო (კლება 24%).

მთლიანობაში წელს საქართველო-აშშ-ის ორმხრივ სავაჭრო ბრუნვაში მსუბუქ ავტომობილებზე 85% მოდის.

საქართველოს საიმპორტო საქონელი აშშ-დან 2024 წლის პირველ 4 თვეში:

  1. მსუბუქი ავტომობილები – 407 მილიონი დოლარი;
  2. დანარჩენი საქონელი – 5.9 მილიონი დოლარი;
  3. თხილი და სხვა კაკალი – 4 მილიონი დოლარი;
  4. კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი – 2.2 მილიონი დოლარი;
  5. მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები – 1.9 მილიონი დოლარი.

 

რაც შეეხება აშშ-ში საქართველოს ექსპორტს, ის წელს 87%-ით გაიზარდა და 34.2 მილიონი დოლარი შეადგინა. აშშ-ში ექსპორტის მატება დაკავშირებულია ფეროშენადნობების ექსპორტთან, რომლის ექსპორტიც წინა წელთან შედარებით 116%-ით გაიზარდა და 19.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ექსპორტში მეორე ადგილს იკავებს უნაკერო მილები 2.2 მილიონი დოლარით, მესამე პოზიციაზე კი ქართული ღვინოა 2.1 მილიონი დოლარის ოდენობით.

რა საქონელი გაიტანა საქართველომ აშშ-ში 2024 წლის პირველ 4 თვეში:

  1. ფეროშენადნობები – 19.6 მილიონი დოლარი;
  2. მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან – 2.2 მილიონი დოლარი;
  3. ყურძნის ნატურალური ღვინოები – 2.1 მილიონი დოლარი;
  4. ხილისა და ბოსტნეულის წვენები – 2 მილიონი დოლარი;
  5. წყალბადი, ინერტული აირები და სხვა არალითონები – 1.8 მილიონი დოლარი.

აშშ-ში საქართველოს ძირითად საექსპორტო საქონელში შედარებით მაღალ სტაბილურობას ინარჩუნებს ფეროშენადნობები, ღვინო და ხილის წვენების ექსპორტი, ხოლო სხვა დასახელებების საქონლის ექსპორტი კი უფრო მეტად არამუდმივ და ინციდენტურ ხასიათს ატარებს. მაგალითად ერთ წელს შეიძლება აშშ-ში ხის ნაწარმი ან საბურავები გავიდეს, ხოლო სხვა წელს აღნიშნული საქონლის ექსპორტი არ ფიქსირდებოდეს.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი…

2024 წლის 16 სექტემბრიდან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ,…
8 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 66%-ით გაიზარდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

8 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 66%-ით გაიზარდა –…

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება – აღნიშნული ინფორმაციას ღვინის…
ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა

ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი დღეს რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალის ღირებულებამ 2,570 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ოქრო…